Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
დონალდ ტრამპი და მისი პირველი ცოლი, ჩეხი ივანა ზელნიჩკოვა.
ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად სსრკ-ს ეწვია იმ იმედით, რომ უძრავი ქონების სფეროში გარიგებებს დადებდა, თუმცა საბჭოთა კანონმდებლობას გადააწყდა, რომელიც უცხოელებს ბიზნესსაწარმოში 49%-ზე მეტი წილის ფლობის უფლებას არ აძლევდა.
შესაბამისად, გარიგებები არ შედგა, ტრამპი კი საბჭოთა სისტემით იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, მასზე დიდი შთაბეჭდილება ლენინგრადის არქიტექტურას მოუხდენია.
ეტყობა ეგონა, რომ სანკტ პეტერბურგის ევროპული ნაწილი, რუსებმა ააშენეს 🙂
პეტრე პირველმა ქალაქის ასაშენებლად და დასაგეგმარებლად საგანგებოდ ჩაიყვანა წამყვანი იტალიელი, ფრანგი და გერმანელი არქიტექტორები (დომენიკო ტრეზინი, ბარტოლომეო რასტრელი, ჟან-ბატისტ ლებლონი და სხვები).
მანჰეტენელი ბიზნესმენი ერმიტაჟის ოქროებით ისე მოიხიბლა, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაც ოქროებში-ბაროკო-როკოკო-ცოტამოსულთნო დიზაინით გააწყო და ოვალურ კაბინეტშიც ყველგან ოქროები მიატყეპა 🙂
ოვალურ კაბინეტს რეკორდული რაოდენობის ოქროსფერი ელემენტები შესძინა-კედლებზე ოქროს აპლიკაციები, მოოქროვილი ქერუბიმები (ანგელოზების ფიგურები) პირდაპირ მარ-ა-ლაგოდან ჩამოატანინა, ბუხრის თავზე ჩუქურთმები მოაოქროვა და კარებს ზემოთ როკოკოს სტილის სარკეები დაამონტაჟა. კრიტიკოსებმა ამ ინტერიერს ხუმრობით „სადამ ჰუსეინის მიერ გახსნილი Cheesecake Factory-ის დიზაინიც“ კი უწოდეს.
რაც შეეხება ფლორიდის რეზიდენციას- მიუხედავად იმისა, Mar-a-Lago, თავდაპირველად 1920-იან წლებში მარჯორი პოსტმა ესპანურ-მავრიტანულ სტილში ააგო, ტრამპმა მისი გადაკეთებისას (განსაკუთრებით ახალი დიდი სამეჯლისო დარბაზის დამატებისას) უზარმაზარი რაოდენობის ოქრო, მოოქროვილი ჩუქურთმები და ლუი XIV-ის სტილის ევროპული სასახლეების ელემენტები გამოიყენა. ნიუ-იორკის „ტრამპ თაუერის“ პენტჰაუსიც ზუსტად ამ ვერსალისა და ერმიტაჟისეულ სტილშია გადაწყვეტილი.
#DonaldTrump #IvanaTrump #Leningrad #SanktPeterburg

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3