🔻მერაბ დვალიშვილის მიმართ ნურმაგომედოვების ოჯახის ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ან პროვოკაციული საქციელი მიუღებელია, თუ ის სპორტული მეტოქეობის ფარგლებს სცდება. 💪მერაბმა თავისი ადგილი UFC-ის ელიტაში შრომით, გამძლეობითა და შედეგებით დაიმკვიდრა. მასთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მეტოქის დამცირება, პიროვნული შეურაცხყოფა ან მიზანმიმართული პროვოკაცია სპორტულ ღირსებას არ შეესაბამება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხაბიბ ნურმაგომედოვის, უმარ ნურმაგომედოვისა და მათი გუნდის სხვა წევრების კონკრეტული მოქმედებები. მთელი ოჯახის ერთნაირად შეფასება სამართლიანი არ იქნება. ახლა კონკრეტულად გუშინდელ, 11 ნოემბრის შემთხვევაზე: აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბი ინტერვიუს იძლეოდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ზურგიდან მიუახლოვდა და გაარტყა. ამას მოჰყვა ჯგუფური ჩხუბი, რომელშიც უმარ ნურმაგომედოვიც მონაწილეობდა. 🌘ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტის შეფასება მკვეთრად უარყოფითია. ვიდეოში ნაჩვენები თავდასხმა, განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით, ვერ გამართლდება წარსული კონფლიქტით. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ივლისში, საქართველოში, მერაბსა და ნურმაგომედოვების ახლობელს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისლამ მახაჩევი სწორედ ამ შემთხვევით ცდილობს უსმანის მოქმედების ახსნას. თუმცა ერთი ინციდენტი მეორეს არ ამართლებს. 🔸აქ მთავარი პრინციპია: ნამდვილი მებრძოლის ღირსება მხოლოდ ოქტაგონზე გამარჯვებით კი არა, მის გარეთ საკუთარი ძალის გაკონტროლებითაც განისაზღვრება. და თქვენ რას ფიქრობთ - ეს წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უფრო ჰგავდა თუ სპონტანურად გამწვავებულ დაპირისპირებას?
    5 комментариев
    12 классов
    ლენინგრადი, 1987 წელი. დონალდ ტრამპი და მისი პირველი ცოლი, ჩეხი ივანა ზელნიჩკოვა. ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად სსრკ-ს ეწვია იმ იმედით, რომ უძრავი ქონების სფეროში გარიგებებს დადებდა, თუმცა საბჭოთა კანონმდებლობას გადააწყდა, რომელიც უცხოელებს ბიზნესსაწარმოში 49%-ზე მეტი წილის ფლობის უფლებას არ აძლევდა. შესაბამისად, გარიგებები არ შედგა, ტრამპი კი საბჭოთა სისტემით იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, მასზე დიდი შთაბეჭდილება ლენინგრადის არქიტექტურას მოუხდენია. ეტყობა ეგონა, რომ სანკტ პეტერბურგის ევროპული ნაწილი, რუსებმა ააშენეს 🙂 პეტრე პირველმა ქალაქის ასაშენებლად და დასაგეგმარებლად საგანგებოდ ჩაიყვანა წამყვანი იტალიელი, ფრანგი და გერმანელი არქიტექტორები (დომენიკო ტრეზინი, ბარტოლომეო რასტრელი, ჟან-ბატისტ ლებლონი და სხვები). მანჰეტენელი ბიზნესმენი ერმიტაჟის ოქროებით ისე მოიხიბლა, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაც ოქროებში-ბაროკო-როკოკო-ცოტამოსულთნო დიზაინით გააწყო და ოვალურ კაბინეტშიც ყველგან ოქროები მიატყეპა 🙂 ოვალურ კაბინეტს რეკორდული რაოდენობის ოქროსფერი ელემენტები შესძინა-კედლებზე ოქროს აპლიკაციები, მოოქროვილი ქერუბიმები (ანგელოზების ფიგურები) პირდაპირ მარ-ა-ლაგოდან ჩამოატანინა, ბუხრის თავზე ჩუქურთმები მოაოქროვა და კარებს ზემოთ როკოკოს სტილის სარკეები დაამონტაჟა. კრიტიკოსებმა ამ ინტერიერს ხუმრობით „სადამ ჰუსეინის მიერ გახსნილი Cheesecake Factory-ის დიზაინიც“ კი უწოდეს. რაც შეეხება ფლორიდის რეზიდენციას- მიუხედავად იმისა, Mar-a-Lago, თავდაპირველად 1920-იან წლებში მარჯორი პოსტმა ესპანურ-მავრიტანულ სტილში ააგო, ტრამპმა მისი გადაკეთებისას (განსაკუთრებით ახალი დიდი სამეჯლისო დარბაზის დამატებისას) უზარმაზარი რაოდენობის ოქრო, მოოქროვილი ჩუქურთმები და ლუი XIV-ის სტილის ევროპული სასახლეების ელემენტები გამოიყენა. ნიუ-იორკის „ტრამპ თაუერის“ პენტჰაუსიც ზუსტად ამ ვერსალისა და ერმიტაჟისეულ სტილშია გადაწყვეტილი. #DonaldTrump #IvanaTrump #Leningrad #SanktPeterburg
    3 комментария
    4 класса
    თენგიზ არჩვაძე--,,იცით, ახალგაზრდობაში რაზე ვოცნებობდი? — ერთი პატარა სახლი მქონოდა სადმე, ყოფილიყო ვაჟა-ფშაველას რომ ჰქონდა ისეთი — მიწის იატაკით, შუა ცეცხლით, რადგან უსაზღვროდ მიყვარს ქართული მიწა, ვაზი და თქვენ წარმოიდგინეთ, წისქვილიც კი. ...უსაზღვროდ მენატრება ჩემი ნატო ბებია. ერთხელ დედულეთიდან ცხენით ჩავედი მასთან, 16 წლის ვიქნებოდი. გამიწყო სუფრა, გამოაცხო ხაჭაპურები, დამიჯდა, მიყურებდა და გენაცვალოს ბებო, გენაცვალოს ბებოო, ჩურჩულებდა. ჭიქაში ღვინოს რომ მისხამდა, მაშინაც კი არ მაცილებდა თვალს. ახლაც კი ცუდად გავხდი, რომ გავიხსენე... სითბო და სიყვარული არ იკარგება, რჩება. ბავშვობიდან უნდა აგყვეს დედის, ბებიის, ბალახის, ყვავილის, ჩიტის გალობის სითბო. ...თავისუფალ დროს თუ გამოვნახავდი, მაშინვე მთაში გავწევდი. მოვლილი მაქვს თუშეთი, ხევსურეთი, რაჭის მთებში ხომ ბევრი მივლია. თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო დაძინება, გარეთ ცას მივჩერებოდი, ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი და მეც მასთან ერთად ვსერავდი ცისკრის კაბადონს. ...ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა... ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალისა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია".თენგიზ არჩვაძე 🩷🩷🩷🩷
    2 комментария
    12 классов
    ეს იყო მეზობელი, ის, ვინც მუდამ შაქარს სესხულობდა. იმ დღეს, როდესაც გარდაიცვალა, კართან კონვერტი ვიპოვე მოკლე წარწერით: „მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ.“ ​ მისი სახელი არასოდეს მცოდნია. ხუთი წლის განმავლობაში ის უბრალოდ „მესამე სართულის ქალბატონი“ იყო, თუმცა დაჟინებით მთხოვდა, მარტა დამეძახა. ​ ჩემს კარზე პირველად სამშაბათს, შუადღისას დააკაკუნა. ახალი გადასული ვიყავი, ბინაში ყველგან მუყაოს ყუთები იდო. ​ – მაპატიეთ, ახალგაზრდავ, – თქვა მან ჩუმი, ნაზი ხმით, –ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ? გამითავდა, შვილიშვილისთვის ნამცხვარს ვაცხობ. ​ – რა თქმა უნდა, ერთი წუთით დამელოდეთ, – ვუპასუხე. ​ყუთები გადავქექე, სანამ შაქარს არ მივაგენი. როცა დავბრუნდი, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და იღიმოდა. ​ – თქვენ ანგელოზი ხართ, – მადლიერებით თქვა მან. – ხვალ დაგიბრუნებთ, გპირდებით. ​და მართლაც, მეორე დღეს დაბრუნდა. ჭურჭელი სავსე იყო, შიგნით კი სამი ორცხობილა იდო, საუზმის ქაღალდში გახვეული. ​ – ცოტა ზედმეტი გამომივიდა, – ახსნა მან, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ ეს სიმართლე არ იყო. ​ასე დაიწყო ჩვენი პატარა ტრადიცია. ორ კვირაში ერთხელ მარტა ჩემს კარზე აკაკუნებდა. ​ – რა სირცხვილია! – ამბობდა ყოველთვის ღიმილით. – ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ? ისევ დამავიწყდა ყიდვა. ​ თავიდან მჯეროდა. მაგრამ მეექვსე თუ მეშვიდე შემთხვევის შემდეგ შევნიშნე, რომ ყოველთვის სავსე ჭურჭელს მიბრუნებდა. ერთ დღეს მაღაზიაშიც კი დავინახე, მის კალათაში შაქრის დიდი ტომარა იდო. ამის შესახებ არასდროს მითქვამს. შაქარს ვაძლევდი, მეორე დღეს კი ორცხობილებს ვიღებდი, თანაც დერეფანში ხუთწუთიან საუბარს. მიყვებოდა შვილიშვილზე, თავის ყვავილებზე, ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც ერთი სართულით ქვემოთ გადმოვიდნენ. ​ – კარგია, როცა კარგი მეზობლები გყავს, – თქვა ერთხელ. – ეს გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ სადღაც საჭირო ხარ, იცით? ​ გასულ სამშაბათს მარტა არ მოსულა. არც მომდევნო სამშაბათს. მესამე კვირას კორპუსის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე. მაშველები მის ბინიდან დახრილი თავებით გამოდიოდნენ. ​მეორე სართულიდან ქალბატონმა კოვალსკიმ დამიდასტურა: ​– მშვიდად წავიდა. ძილში. შვილიშვილი ამბობს, რომ არ უწვალია. ​ იმ ღამეს ვერ დავიძინე. მუდამ ველოდი, რომ ვინმე დააკაკუნებდა, რომ მოვისმენდი იმავე ხმას, რომელიც ბოდიშს იხდიდა შეწუხებისთვის. ​მეორე დილით ჩემს კარზე თეთრი კონვერტი ეკიდა. მასზე ჩემი სახელი ეწერა, აკანკალებული, მაგრამ საგულდაგულო ხელით. ​აკანკალებული ხელებით გავხსენი. შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი იყო: ​ ძვირფასო მეზობელო, მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ. ​ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დღეები ძალიან გაგრძელდა. შვილები შორს ცხოვრობენ, შვილიშვილს თავისი ცხოვრება აქვს. შევწყვიტე საჭმლის კეთება, რადგან... რისთვის მომებზადებინა? სახლიდან გასვლაც შევწყვიტე, რადგან... სად უნდა წავსულიყავი? ​შემდეგ კი თქვენ გამოჩნდით. და აღმოვაჩინე, რომ თუ მაქვს მიზეზი, რომ ორცხობილა გამოვაცხო, თუ მაქვს საბაბი, რომ ვინმეს კარზე დავაკაკუნო, მაშინ დღეს ისევ აქვს აზრი. გთხოვთ, მაპატიოთ ეს პატარა ხრიკი შაქარზე. იმედი მაქვს, არ გეწყინათ. უბრალოდ მინდოდა მეგრძნო, რომ ვინმეს ვჭირდებოდი – თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა შაქარი მესესხა. ​მადლობა ღიმილისთვის, მოთმინებისთვის და იმ ხუთი წუთი საუბრისთვის, რამაც მარტოობა ოდნავ შეამსუბუქა. ​გულითადი მოკითხვით, მარტა. ​ წერილი დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. შემდეგ კუთხის პატარა მაღაზიაში წავედი შაქრის საყიდლად. დიდი შეკვრა ვიყიდე. ​უკან დაბრუნებისას ქალბატონი კოვალსკის კართან დავაკაკუნე. გაოცებულმა გამიღო. ​– გამარჯობა, – ვუთხარი მე – ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ შემთხვევით? ახლახანს გამითავდა. ​თვალები დაახამხამა, ოდნავ დაბნეულმა. შემდეგ რაღაც დაინახა ჩემს მზერაში და ნელა გაიღიმა. ​– რა დამთხვევაა! – მიპასუხა მან. - მეც ახლა ვაპირებდი თქვენთვის მეკითხა. მაგრამ გთხოვთ, შემობრძანდით, ყავას გავაკეთებ. ​შევედი. და ხუთი წლის განმავლობაში პირველად ნამდვილად მივხვდი, რას გულისხმობდა მარტა. ​ ზოგჯერ ადამიანებს შაქარი არ აკლიათ. მათ მხოლოდ იმის განცდა აკლიათ, რომ ვიღაცას სჭირდებიან. ​ ~ ავტორი უცნობია თარგმანი: ი.ვაწაძე
    4 комментария
    10 классов
    ეს დოლჩე გაბანა მამაოყოფილი პეტკა, ამერიკიდანაც გამოქცეულა ,რავა არ იქნა ამის საშველი ,აქ იყო და ანაფორაში ხან ,,ლევისებს,, ირტყამდა და ხან სხვა რამეს ,ხან პატრიარქი ლანძღა და ხან ტელეწამყვანობა შეითავსა ,მერე ოპოზიციაში გადახტა და რუსთაველზე იჯლიგინა ,ბოლოს ამერიკაში გატკუცა და ახლა არც იქინე მიუღიათ:))))))))პეტრე კვარაცხელია: "რატომ დავბრუნდი ამერიკიდან საქართველოში? ამერიკა არის არა თავისუფლების, არამედ მონობის სიმბოლო! ეს არის ჯოჯოხეთი! ამერიკამ თავისუფლება წამართვა და ჩემი პატივის აყრა გადაწყვიტა, ამას გამოვექეცი
    7 комментариев
    4 класса
    როგორი იყო იოსებ სტალინი გარეგნულად და ჰქონდა თუ არა თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი? იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) გარეგნობის შესახებ ბოლო ხანებში უამრავი ჭორი გავრცელდა. ღმერთმა უწყის, რომელ წყაროზე დაყრდნობით, მაგრამ დაბეჯითებით კი ამტკიცებენ, რომ იოსებ ჯუღაშვილს გააჩნდა თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი (დაბრეცილი ფეხები ჰქონდა, ვერ ხმარობდა ცალ ხელს და სხვ.). არსებობს უტყუარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა ვიქონიოთ სტალინის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ესაა 1902 წლის 17 ივლისს ქალაქ ბათუმში ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოდპოლკოვნიკ შაბილსკისა და ბათუმის საქალაქო ექიმ ელიავას მიერ შედგენილი ოქმი სტალინის სხეულის დათვალიერების თაობაზე. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის 1886 წლის 26 მაისის #807 ცირკულარის მიხედვით, პირველი დაპატიმრების შემდეგ აუცილებლად უნდა შედგენილიყო პატიმრობაში მყოფის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომელიც 16 კითხვაზე პასუხის გაცემას ითვალისწინებდა. ოქმი დგებოდა ჟანდარმერიაში, მაგრამ ექიმის აუცილებელი მონაწილეობით. პატიმრის სხეულის დათვალიერების ოქმს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ ოქმის საფუძველზე რამდენიმე წლის შემდეგაც უნდა ამოეცნოთ გარდაცვლილი პატიმარი, თუნდაც სხეული უაღრესად დასახიჩრებული ყოფილიყო. იოსებ ჯუღაშვილი 1902 წელს პირველად დააპატიმრეს ბათუმში და ხსენებული ცირკულარის საფუძველზე შედგა მისი სხეულის დათვალიერების ოქმი. ოქმში პატიმარ იოსებ ჯუღაშვილის სხეულის დათვალიერების შედეგად შემდეგ კითხვებს გაეცა პასუხი: fb 1. სიმაღლე - 2 არშინი და 4, ½ ვერშოკი (161, 8 სანტიმეტრი. - ვ. გ.). 2. ასაკი - 23 წელი. 3. სხეულის აგებულება - ნორმალური. ა) აქვს თუ არა სხეულის ნაწილებზე რაიმე განსაკუთრებული - მარცხენა ფეხზე შეზრდილი აქვს მეორე და მესამე თითები. ბ) აქვს თუ არა თავის დაჭერის რაიმე განსაკუთრებული მანერა - არა. 4. გარეგნობით მოხდენილი შთაბეჭდილება – ჩვეულებრივი. 5. თმის ფერი თავის, ღაწვების, ულვაშების, წვერის, ბაკენბარდების, წამწამების - თავის - მუქი წაბლისფერი, ულვაშებისა და წვერის - წაბლისფერი. თმის ტიპი - სწორი. თმის ვარცხნილობა - გადავარცხნილი. იპარსავს თუ არა თმას - არ იპარსავს. 6. თმის ფერი და სიდიდე, აქვს თუ არა გარეგნული დათვალიერებით რაიმე თავისებურება თვალებს, აქვს თუ არა რაიმე თავისებურება გარეგნული დაკვირვებით გამოხედვაში, შორსმხედველია თუ ახლომხედველი, ატარებს თუ არა სათვალეს - თვალები მუქი წაბლისფერია, საშუალო სიდიდის, სათვალეს არ ატარებს. 7. თავის ფორმა და განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - ჩვეულებრივი. 8. შუბლის ფორმა და განსაკუთრებული ნიშნები - შუბლი სწორი, არცთუ ისე მაღალი. 9. ცხვირის ფორმა და ზომა - ცხვირი სწორი, გრძელი. 10. სახის ფორმა, კანის ფერი, აქვს თუ არა კანს რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები - სახე გრძელი, ჩოფურა ნაყვავილარი. 11. პირის ღრუ, აკლია თუ არა კბილები და კერძოდ რომელი - ქვედა მარჯვენა ყბაზე აკლია წინა კბილი. 12. პირისა და ნიკაპის ფორმა, გარეგნული თავისებურებანი, აქვს თუ არა საუბრის დროს რაიმე ჩვევა (ემანჭება ტუჩები, იღიმება) - პირი ნორმალური, ნიკაპი წაწვეტებული, საუბრისას რაიმე განსაკუთრებული ჩვევა არ აქვს. 13. ხმის ხასიათი, ებმის თუ არა ენა - ხმა წყნარი, ენა არ ებმის. 14. ყურების ფორმა და ზომა, აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი - ყურები საშუალო ზომისაა. 15. სიარულის მანერა და თავისებურებანი - ჩვეულებრივი. 16. აქვს თუ არა სხეულსა და მის დაბოლოებებზე ავადმყოფობის ნიშნები, ხალები და საერთოდ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - მარცხენა ყურზე აქვს ხალი, სახეზე ნაყვავილარი. ამრიგად, 1902 წლისთვის იოსებ სტალინს არ ჰქონია არანაირი ფიზიკური ნაკლი და ამდენად, გავრცელებული ხმები, რომ სტალინი დაიბადა მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. შემდგომ წლებში სტალინის სხეულზე მართლაც შეინიშნებოდა ფიზიკური ნაკლი. ჟანდარმებმა ცემის დროს მას დაუზიანეს ნერვი, რის გამოც ძალიან უხერხულად ხმარობდა ხელს. ალბათ უინტერესო არ იქნება იმის ხაზგასმაც, რომ ხელის უხერხულად ხმარებას ზოგიერთი ავტორი მიაწერს სტალინის მიერ გადატანილ ინსულტს, რაც ასევე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. როგორც აღვნიშნეთ, სტალინს ხელზე ნერვი ჟანდარმებმა ცემის დროს დაუზიანეს.
    13 комментариев
    11 классов
    დიპსთეითთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეს ჩინელებმა, ამას გულისხმობს ეს - სერიოზული განცხადებაა, ჩინეთი ასეთ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს. ✊️ ბ რ ა ვ ო ! ❤️
    1 комментарий
    9 классов
    ვანო აბულაძე, იგივე კამბეჩუა, იგივე ქიზიყელი, უცხოელმა მაყურებელმა საერთაშორისო საფალავნო მეტსახელი "ჰერკულესი" შეარქვა. ივანე დიმიტრის-ძე აბულაძე დაიბადა სოფელ ჯუგაანში, ღარიბი, მრავალშვილიანი, გლეხის ოჯახში. 10 წლისას დედ-მამა დაეღუპა, დაობლდა, ჭიდაობა ობოლი ბავშისთვის ერთგვარ თავშესაფრად, თვითგამოჩენის, გადარჩენის, საშუალებად იქცა. ჭიდაობა კი საოცრად მოხდენილი იცოდა. რაც უფრო ასაკი ემატებოდა მით უფრო შორ-შორ სოფლებში, დაბებში, გამოდიოდა საჭიდაოდ. მეგობარს, მეგზურს, თუ ვერ ნახვდა ახლო-მახლო სადაც კი კარგი ჭიდაობა ტარდებოდა უფულო, მშიერი, ფეხშიშველი, მარტოკინა მიეშურებოდა, თან განუყრელად დაჰქონდა ჩონგური. ამითიც აცნობდა, აყვარებდა, ჭიდაობის დაწყებამდე უბრალო მაყურებელს თავს. შეჯიბრებაში საჭიდაოდ მოსულ მონაწილე ფალავნებს კი ხალხური მელოდიების დაკვრით აცეკვებდა ამზადებდა ტურნირისთვის. გადმოცემით ვიცით, რომ ესე მუსიკის თანხლებით ცეკა-ცეკვით ახურებდნენ სხეულს იმ დროს მოჭიდავეები. ჩონგურზე დაკვრაც ჭიდაობისა არ იყოს შესანიშნავად გამოსდიოდა. პარალელურად ლუკმა პურის საშოვნელად ბალღობიდან სად არ მოუწია მუშაობა; ღამის მეხრედ, მეძროხედ, დღიურ მუშად, მეცხვარედ. ცოტა, რომ წამოიზარდა ბევრი აღარ უფიქრია დაავლო თავის ჩონგურს ხელი და დედაქალაქში გასწია, ღვინის სარდაფში დადგა მოჯამაგირედ. იმ დროის ტიფლისში უქმე დღეებში ჭიდაობა ყველა უბანში იმართებოდა და ღარიბი ხალხის ნომერ პირველ გასართობად ითვლებოდა. ვანო არსად აკლდებოდა შერკინებებს. ერთი ასეთი ჭიდაობისას მეგობრებთან ერთად მისულს ქიზიყელს ამხანაგებმა სარბიელზე გადასვლა, ჭიდაობა, სთხოვეს. ვანომ წაუქცეველი არავინ გაუშვა და იყო ესეთი წოდება "სახალხო ფალავნი", რომლის სახელითაც იქვე შეამკეს. 1 900 - წელს ამხანაგებთან ერთად ნიკიტინის ცირკს ესტუმრა, ეს ცირკი ქალაქში საუკეთესო ორთაბრძოლებს მართავდა. იმ დღეს ცირკში მთელი ამიერ და იმიერ კავკასიიდან იყვნენ ე.წ. "გასტროლიორი" ფალავნები ჩამოსულნი. ერთერთმა გამომსვლელმა, რომელმაც ზედიზედ რამოდენიმე მეტოქე ეფექტურად წააქცია ხმამაღლა, საჯაროდ, განუცხადა ყველას, "ვისაც გული გერჩით, გამოდით დამეჭიდეთო!" ვანო ძმაკაცებმა წააქეზეს გადადი ჭკუა ასწავლე იცოდე არ შეგვარცხვინოო, ბაქია გასტროლიორი ისეთ დღეში ჩააგდო კამბეჩუამ, რომ ტრაბახა მებრძოლი არენიდან სირცხვილით თავჩაქინდრული გაიძურწა. ამის მერე გაოცებულმა ორგანიზატორებმა კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფალავანი დასჭიდეს, უკლებლივ ყველა ცირკის წრეზე ლავაშივით გააკრა ვანომ. ცირკის მართველი ნიკიტინი გაოგნებული დარჩა, ეს რა ბრილიანტი ჩაგვივარდა ხელშიო და სასწრაფოდ პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. აქედან დაიწყო ვანო აბულაძის თავბრუდამხვევი კარიერა, ცირკთან ერთად ჭიდაობა-ჭიდაობით შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, იმარჯვებდა ყველგან, მისი მარცხი, წაგება, ისტორიას არ ახსოვს. როგორც წესი ყველგან გამოდიოდა ქართული სამოსით, ჩოხა ახალუხით და აუცილებლად ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას. გთავაზობთ ქიზიყელის რამოდენიმე ჭიდაობის მოკლე ისტორიას, ამონარიდებს გაზეთებიდან და გამაოგნებელ სტატისტიკას. "მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული უძლეველი მოჭიდავე, ჩემპიონი კავკასიისა, ქიზიყელი, რომელმაც გაიმარჯვა რუსეთის პირველხარისხოვან 12 - ჩემპიონატში, რისთვისაც პრიზად მიიღო: ოქროს დიდი მედლები და ვარსკვლავები, იწვევს ადგილობრივ მოჭიდავე - მილენს, ფრანგულ ჭიდაობაში, 1 000 მანეთ სანაძლეოზე" წერდა ერთერთი გაზეთი. მსგავსი ამონარიდი მინსკის გაზეთიდან; "საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა ჩემპიონმა კოლოტინმა, მინსკის ცირკში მონაწილე მთელი ფალავნები დაამწკრივა, თითოზე 500 მანეთი სანაძლეო გამოაცხადა ვინც დაეჭიდებოდა, ყველა დაფრთხა წრეში მხოლოდ ვანო ქიზიყელი გადავიდა, მოწინააღმდეგე ისე მითეთქვ-მოთეთქვა კოლოტინმა ხელი ასწია მთელი ხალხის წინაშე - "ჭიდაობა აღარ შემიძლიაო." შორეულ აღმოსავლეთში, ერთ-ერთი სოლიდური საპრიზო ფონდის მქონე შერკინებისას დაამარცხა ჩემპიონატის უძლეველი მოჭიდავე უნგრელი ფრანც ბლანდეტი, რომლის დამარცხებისთვის როგორც მოჭიდავეს: "გამოჩენილი ჩემპიონის", "მსოფლიოს ჩემპიონის", "ჰერკულესის", სახელი შეარქვა ხალხმა. ასპარეზობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, თურქეთში, იაპონიაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავღანეთში, ირანში, ამერიკაში. წაქცეული ჰყავს იმჟამინდელი ყველა მსოფლიო დონის გამოჩენილი, სახელგანთქმული, ფალავანი: ამერიკელი - ჟაკ ლევისი, ნიდერლანდელი ლურიხ მე-2, მსოფლიოს უძლიერესის ჩემპიონის სახელის დამჩემებელი გეორგ ლუნდი, ევროპის ჩემპიონი იან იააგო, ბუხარის სასახლის ფალავანი - კალინკინი, (ამ მოგებისთვის ბუხარის ემირმა, დიდი ოქროს ჯაჭვიანი მედალი დაჰკიდა), წაქცეული ჰყავს იმიერკავკასიის პირველი ფალავანი ებრაელი დიკელმანი, რუსეთის აბსოლუტური ჩემპიონი ჩერნიშევი, ტანად გოლიათი, დევკაცი, იაპონელი - საცურა, სპარსეთის აბსოლუტური ფალავანი - ყარაალი, საბერძნეთის ჩემპიონი - აპოსტოლუს აპოსტოლუ, სომეხეთის პირველი ფალავანი - შაბლოიანი, (სომეხმა შესტირა, რაც ვჭიდაობ ჯერ არ წავქცეულვარ როგორ გამაფუჭეო.), დაამარცხა ჩემპიონები გახტუროვი, ბოგატირიოვი და სხვა უძლეველი, მძლეთა-მძლეს სახელის მქონე, იმდროინდელი მსოფლიო დონის მებრძოლები. 1922 წლს თბილისში პირველმა დააარსა ფიზკულტურის სკოლა, ასევე დააფუძნა ერთ-ერთი პირველი სპორტსაზოგადოება - "ატლეტიკი", რომელიც 1923 წელს ხელოვნების მუშაკთა სამმართველოს (რაბისს.) გადასცა. რაინდულ ქართულ ჭიდაობაში ფეხადგმული ქიზიყელი, "სახალხო ფალავანი", ფიზკულტურის პირველი სკოლის დამაარსებელი, ბეჭდაუდებელი წავიდა მსოფლიო საჭიდაო სარბიელიდან. 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 თ. გოგიბედაშვილი P.S. ფოტო და მასალები ლადო გოგიბედაშვილის არქივიდანაა, ზოგიერთი ცნობები აღებულია იმ დროების გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებიდან.
    2 комментария
    13 классов
    ...ნამდვილი ამბავია... -ბიჭმა თავისი სოფლელი ცოლი მოიყვანა, უბნის თავში ერთი ცხოვრობდა ბოლოში მეორე, მზითებში გოგოს დედამ ოცი ბატი გააყოლა, ბიჭი და გოგო რაღაც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, ხშირად კამათობდნენ, მერე ჩხუბში გადაიზარდა, გოგომ წინ წამოიყარა ბატები და წაასხა დედასთან, ცოტახანში შერიგდნენ და ბატებიანად უკან წამოვიდა, ასე გაგრძელდა რამდენჯერმე, იჩხუბებდნენ ბატებიანად მიდიოდა გოგო დედასთან, შერიგდებოდნენ და ბატებიანად წამოვიდოდა უკან, ბოლოს ბატები ისე მიეჩვივნენ, რომ როგორცკი სახლში ხმამაღლა დაილაპარაკებდნენ, ბატები გოგოს აღარ უცდიდნენ, დურთავდნენ თავს და მწკრივზე ყაყანით, დედასთან დეერეკებოდნენ...😍😍😍😍😍
    2 комментария
    12 классов
    ევროპამ იკითხოს თორე ჩვენ ეგეთები არ გვეშინია, ბოლოსდაბოლოს 90 იანები გაქვს გამოვლილი. მოკლედ ევროპას აშინებენ, ამზადებენ აი რისთვის არავინ იცის მაგრამ, საშიშროებაა რომ გადაიჭრება ინტერნეტის ქსელები , ელექტროსადგურები გაითიშება, საბანკო სისტემები გამოვა წყობიდან და სხვა რაღაცეები, და მოსახლეობა მოუწოდებენ 3 დღიდან - 13 დრემდე ( სანამ აღადგენენ) საკვების მარაგი მოიმარაგონ, ნაღდი ფული იქონიონ,ასევე წყალი, ასევე სანთლები , პლედები... დღეს ბრიტანეთის პრემიერმა საერთოდ ის ტქვა რომ მე ვიმარაგებ ლობიოსო, ვგიჟდები ისე მიყვარსო, ასე რომ ვიცოდეტ მაინც იქ რა ხდება , რა იწერება, მგონი არც არაფერი ხდება, მაგრამ მაინც მოვიმარაგოთ, არაფუჭებადი რაღაცეები, ხო იცი როგორ ბოროტ ერაში ვცხოვრობთ, ისე პატარა ქვეყნნები ზოგადად ესეთ დროს ადვილად გამოძვრებიან ხოლმე, უბრალოდ იმდენჯერ დაიწერა უკვე ძალიან სერიოზულ გამოცემებში, და ისე საუბრობენ ზესახელმწიფოს ლიდერები რომ, რავი აბა, რომ არ დამედო სტატუსი, არ შეიძლებოდა, მე უფრო მგონია 2030 წლის ომისთვის მზადების , დასაწყისია , მეტი არაფერი https://www.preventionweb.net/news/map-shows-which-european-countries-are-preparing-citizens-crisis?utm_source=chatgpt.com
    6 комментариев
    6 классов
Показать ещё