Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ერთხელ წმინდა პაისი მთაწმინდელთან მივიდა სასოწარკვეთილი დედა, რომელიც გულამოსკვნით ტიროდა თავის მოზარდ შვილზე. ბავშვი რთულ, გარდატეხის ასაკში იყო, ხასიათი შეეცვალა, ეურჩებოდა და დედას ეშინოდა, რომ ის სწორ გზას ასცდებოდა. ქალი ეკითხებოდა წმინდანს, თუ რა სიტყვებით შეეგონებინა შვილი, როგორ დაერიგებინა, რომ მას გაეგო და გამოსწორებულიყო.
წმინდა პაისიმ მას ძალიან მოკლე, მაგრამ მთელი ცხოვრების სამყოფი რჩევა მისცა:
„ნუ ელაპარაკები შვილს ღმერთზე, როცა ის არ გისმენს. ამის ნაცვლად, ელაპარაკე ღმერთს შენს შვილზე!“
წმინდანი განუმარტავდა მას, რომ როდესაც ბავშვი შინაგანად წინააღმდეგობითაა სავსე, ზედმეტი დარიგება, ყვირილი ან ჭკუის სწავლება ხშირად მხოლოდ აღიზიანებს მას და უფრო აშორებს მშობელს. ასეთ დროს დედამ სიტყვები კი არ უნდა დახარჯოს, არამედ მუხლზე უნდა დადგეს.
„დედის ლოცვა ისეთი ძლიერია, რომ შვილს ზღვის ფსკერიდანაც კი ამოიყვანს. როცა შვილის გამო ტირი, შენი ცრემლები პირდაპირ ღვთის ტახტთან ადის. ნუ აიძულებთ მათ სიტყვებით, უბრალოდ აკურთხეთ თქვენი შვილები, ილოცეთ მათთვის ჩუმად და დაინახავთ, როგორ შეცვლის მათ ეს უხილავი ძალა.“
ჩვენ ხშირად ვეძებთ რთულ გზებს ჩვენი შვილების დასაცავად, ვნერვიულობთ მათ მომავალზე, ვცდილობთ ყველაფერი გავაკონტროლოთ. არადა, ყველაზე დიდი ფარი და იარაღი, რაც შეგვიძლია მათ მივცეთ, არა გაუთავებელი შენიშვნები, არამედ დედის ჩუმი, გულითადი ლოცვა და უპირობო სიყვარულია. <3

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
Но разума не отнимай.
Пусть будет теплым кров всегда,
И хлеб в достатке и вода,
С детьми не разлучай.
И сохрани мне до конца
И зоркость глаз, и ловкость рук.
Покоя дай на склоне лет.
Избави от душевных мук
От сглаза, зависти, хулы,
От хвори и войны,
Детей и внуков, и родных
О, Господи, храни!
Не дай мне пережить детей
И видеть их в нужде
Еще прошу за всех людей
Ты сделай их добрей, сильней.
Дай мужества в беде.
Не дай погибнуть, сбереги:
Прохладу вод, тепло земли, сиянье солнца, неба синь,
Будь к людям милостив. Аминь!
А, если много я прошу
То вразумление мне дай.
Прости грехи, какие есть,
других не допускай.