სრულიად საქართველოს პატრიარქმა შიო III–მ სამების ტაძარში ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ისაუბრა სახარებისეული მაგალითით, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკეული განკურნა. ბოროტმა სულებმა მას სთხოვეს, ღორების კოლტში შესულიყვნენ. კოლტი კლდიდან გადაეშვა და დაიღუპა. მცხოვრებლებმა იესოს სთხოვეს, ქალაქი დაეტოვებინა, რადგან ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. "ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია, თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს, რომ მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი", – ბრძანა პატრიარქმა.
    0 комментариев
    0 классов
    გიორგი ვოლსკი ALDE–ს მორიგ რეზოლუციაზე: მათთვის ერთი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში ჰყავდეთ ჩანერგილი აგენტი, რომელიც მოქმედებს იმ პრინციპებით, დავალებებითა და ამოცანებით, რომლებიც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ. 🔹 ALDE რეზოლუციაში ითხოვს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას, მოუწოდებს ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს, საქართველოსთან ურთიერთობისთვის ჰქონდეთ წინაპირობა – ციხიდან მსჯავრდებულების გათავისუფლება.
    0 комментариев
    0 классов
    საბა ლაზიშვილი RAF–ის ტურნირში მოულოდნელად მიიწვიეს – 21 წლის ქართველმა ჩაანაცვლა უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად საპატიმროშია. საბამ ლეგენდარული ფეიბერი, დიდების დარბაზის წევრი ანგარიშით 12:7 დაამარცხა
    0 комментариев
    1 класс
    სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მატარებელი არ დაჯახებია – ლიანდაგებიდან ამოიყვანეს, თუმცა გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
    0 комментариев
    0 классов
    როგორც ევროპული პრესა იტყობინება, ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. ამას ხისტად გამოეხმაურა დმიტრი მედვედევი. მან გააკრიტიკა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, და ასე მიმართა მას: "კალას, აქ არ გელოდებოდნენ". კალასმა მანამდე მოსკოვის მხრიდან მასთან დიალოგის არქონის სურვილი იმით ახსნა, თითქოს ის ძალზე ძლიერი მომლაპარაკებელია. ამის პასუხად მედვედევმა კალასს "სულელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯერ არავის მოუწვევია.
    0 комментариев
    0 классов
    ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა აბუ–დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით: "როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!"
    1 комментарий
    0 классов
    საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 ნოემბერს აღნიშნავს 100 ათასი მოწამის დღეს, რომლებიც თბილისში 1227 წელს ხვარაზმელებმა დახოცეს. წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა შიო III–მ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
    0 комментариев
    0 классов
    სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები დატუქსა: "რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ! თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!" – დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესზე.
    0 комментариев
    0 классов
    ამასთან, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი (დირჰამი) ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 🔹 აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა ერთ–ერთ ჟურნალისტს, უკნიდან UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები დაესხნენ თავს. მერაბსა და მის თანმხლებს, 21 წლის საბა ლაზიშვილს შორის უთანასწორო დაპირისპირება გაიმართა.
    0 комментариев
    3 класса
    რუსეთის ლიდერის განცხადებით, რუსეთს არასდროს დაუსრულებია ევროპასთან დიალოგი; ის ევროპელებმა შეაწყვეტინეს. რუსეთს უნდა, რომ ამერიკელებმა ევროპასთან ერთად განსაზღვრონ, რა სურთ - მშვიდობა თუ ომი.
    0 комментариев
    0 классов
Показать ещё