Свернуть поиск
სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მატარებელი არ დაჯახებია – ლიანდაგებიდან ამოიყვანეს, თუმცა გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
0 комментариев
0 классов
როგორც ევროპული პრესა იტყობინება, ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.
ამას ხისტად გამოეხმაურა დმიტრი მედვედევი. მან გააკრიტიკა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, და ასე მიმართა მას: "კალას, აქ არ გელოდებოდნენ".
კალასმა მანამდე მოსკოვის მხრიდან მასთან დიალოგის არქონის სურვილი იმით ახსნა, თითქოს ის ძალზე ძლიერი მომლაპარაკებელია. ამის პასუხად მედვედევმა კალასს "სულელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯერ არავის მოუწვევია.
0 комментариев
0 классов
ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა აბუ–დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით: "როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!"
0 комментариев
0 классов
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 ნოემბერს აღნიშნავს 100 ათასი მოწამის დღეს, რომლებიც თბილისში 1227 წელს ხვარაზმელებმა დახოცეს.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა შიო III–მ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
0 комментариев
0 классов
სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები დატუქსა: "რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!
თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!" – დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესზე.
0 комментариев
0 классов
ამასთან, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი (დირჰამი) ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
🔹 აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა ერთ–ერთ ჟურნალისტს, უკნიდან UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები დაესხნენ თავს. მერაბსა და მის თანმხლებს, 21 წლის საბა ლაზიშვილს შორის უთანასწორო დაპირისპირება გაიმართა.
0 комментариев
2 класса
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შედგა.
პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხები, შუა დერეფნის განვითარება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა.
მიხეილ ყაველაშვილმა ერდოღანი საქართველოში მოიწვია.
0 комментариев
1 класс
загрузка
Показать ещёПравая колонка