კამიუს ქალაქი,
ტალღები აწყდება ბაგირებს,
შენ ამბობ:
-"ცხოვრებას ვალაგებ",
გპასუხობ:
-"მოვალ და აგირევ"...
რა მშვიდად მისმენენ ვერხვები,
გამოსულს... წუხილის დოკიდან...
მოვალ და სულ ერთი შეხებით,
ცრემლსა და ჟრუანტელს მოგიტან..
და გეტყვი, რომ ცის თუ ალაგის,
და ცაზე გაფენილ ოვალთა
არ მჯერა...
..ცხოვრებას ალაგებ?,
გპასუხობ:
- აგირევ!.. მოვალ და..."

Нет комментариев