Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მაგრამ ახლა მარტო შენთან მინდა.
ყველაფერი არსებობდა ადრე
მაგრამ, თურმე არაფერი ღირდა.
გაზაფხულიც არ იქნება მალე
მაგრამ ჩემი გაზაფხული შენ ხარ.
სიყვარული დროს არ ითვლის მივხვდი,
მეც კი წამში შემიყვარდი, გჯერა?
სადღაც სხვაგან, ფიზიკურად შორს ვართ,
ემოციით ვათანაბრებთ მანძილს,
შეიძლება არც მოსულხარ ჩემთან,
მე კი მაინც გეხვეწები დარჩი.
შენს თითებზე ვითვლი ყველა იმ დღეს,
რაც საერთო მოგონებად გვექცა,
მიყვარს შენი მაგ თვალების სიღრმე
და ეგ თმები ზღვასავით რომ ღელავს.
მიყვარს შენთან საუბარი რადგან,
სასაუბრო ისევ მარტო შენ ხარ,
მიყვარს შენი წერტილივით ხალი,
მიყვარს შენი სახსიათის შეცვლაც.
და მთლიანად მორგებული შენზე,
საკუთარ თავს ვემიჯნები ვხვდები,
ან შენამდე როგორ იყო რამე,
აღარ მახსოვს შენს თავს გეფიცები.
შენზე ფიქრებს შევეჩვიე უკვე,
წარმოსახვაც რეალურად მიჩანს,
იცი შენი არსებობა ჩემთვის,
ოცნებების ასრულებას ნიშნავს.❤️🫂💜

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев