Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++
მოველით იმედით,
ნატვრების ახდენით,
მოველით ხალისით,
მორთული სახლ-კარით,
ვაცხობთ და ვამზადებთ
მოყვრისთვის, სახლისთვის,
თუნდ ხშირად ვწბილდებით,
იმედებს არვიშლით.
ვულოცავ მსოფლიოს
მომავალ ახალ წელს!
ყოველ ადამიანს,
უფლისგან გაჩენილს,
მათ, ვინც ჯერ სული
ეშმაკს არ გადასცეს,
მათ, ვისაც ტკივილი
სხვისი არ ახარებს.
გილოცავთ!
ვისურვებ რომ
ვიყოთ ჯანმრთელნი,
დღეგრძელნი,
ავსილნი ხვავით და ბარაქით,
ჯვრის წერის, ნათლობის
რეკავდნენ ზარები,
ბავშვების ჟრიამულს
არ ჰქონდეს სასრული!
მობრძანდი! მობრძანდი!
მოგელით ხალისით,
მოჰფინე ფსოფლიოს
ფერები მშვიდობის,
განკურნე სნეულნი,
დანაყრდნენ მშიერნი,
დამარცხდეს ბოროტნი,
ხარობდნენ მართალნი,
მოდიხარ, ჩვენც გელით,
ხომ გესმის ნათქვამი!
იცოდე, მოგელით უკვდავი იმედით!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев