Свернуть поиск
შენი წილი ცხოვრება დაალაგე... შენი თავი მოიწესრიგე და ნურასდროს გამოეკიდები სხვებს... ნურც შენ იქნები სხვების დასანახად ბედნიერი, ან უბედური... ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რაღაცას მაინც რომ დაგიწუნებს და გაგაკრიტიკებს... უსაქმურებს რა გამოლევს... ის, ვინც ყოველთვის ცდილობს ყველას თავი მოაწონოს, საკუთარ ნამდვილ ბუნებას შორდება და უნიჭო მსახიობს ემსგავსება, რომელსაც მხოლოდ ვალდებულების გამო უკრავენ ტაშს... ისე, ხშირად უგემოვნო და დაბალი ხარისხის ,,შეფუთვას" ყოველთვის მეტი მსურველი ყავს...
რათ გინდა ყველასთვის გასაგები და მისაღები იყოს... ეს უფრო გულდასაწყვეტი იქნებოდა... სხვას არა, უპირველესად საკუთარ თავს დაემსგავსე... გათავისუფლდი მასების ზეგავლენისაგან!..
პეტრე კოლხი
2 комментария
3 класса
ყველას ჩვენი გადასატანი ომები გვაქვს,
ჩვენი გოლგოთები და
აღდგომები _
მწვერვალები და უფსკრულები.
პირველი ტირილიდან ბოლო ამოსუნთქვამდე გამუდმებულ რბოლაში ვართ.
რბოლაში,
რომელშიც არასდროს უნდა დანებდე,
არასდროს უნდა გაჩერდე,
თუმც ათასგზის შეეცდებიან,
ათასგზის გაგყიდიან და გიმუხთლებენ,
ათასჯერ ფეხსაც დაგიდებენ.
შენი წარმატება ცოტას გაუხარდება,
ათასებს შეშურდებათ და შურისგან დაბრმავებულნი ათასგზის გიბოროტებენ,
ათას სისაძაგლეს დაგაბრალებენ,
ათას მუჭა ტალახს გესვრიან,
შენ კი,
შენ საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა,
ისე ჩამოიფერთხო ათასივე მუჭა სიბინძურე,
სულზე ერთი ნამცეციც არ დაიტოვო.
მაშინ ხარ გამარჯვებული ამ რბოლაში,
რომელსაც რატომღაც სიცოცხლეს ეძახიან.
მაშინ ხარ ადამიანი.
▪️მეგი კაკაბაძე
1 комментарий
2 класса
,,სამართლიანი დამოკიდებულებაა გახდე გულშემატკივარი საკუთარი თავის..
გახსოვდეს, სხვისი ოცნებები შენი ასასრულებელი არ არის..
მათ ვისაც დრო არასდროს არ აქვთ შენთვის, დროშივე დატოვე დროულად..
ყოველთვის ეძებე სინათლე, ყველაზე ბნელ დღეებშიც კი..
ნუ ისაუბრებ სხვის ცხოვრებაზე,
იქ შენ არ ხარ..
თუ ჰგონიათ რომ ზედმეტს ითხოვ, არასწორ ადგილას ხარ,
გაერიდე..
იცხოვრე დღევანდელი დღით რწმენით, იმედით და ღიმილით.."
🖊 ცირა ტურაშვილი / Tsira Turashvili
1 комментарий
3 класса
,,არასდროს არის გვიანი,
იყო ის ვინც გინდა,
სურვილების ასასრულებლად, დროის შეზღუდვა არ არსებობს.
არასოდეს თქვა - ,,არასდროს", რადგან ცხოვრებას ძალიან უყვარს სიურპრიზები.
არასდროს შეწყვიტო ოცნება, ეს ისაა რაც სიხარულს ახანგრძლივებს გულში.
არასდროს დაუჯერო სხვის ნათქვამს, რომ რაღაცას ვერ შეძლებ,
არ გამოგივა, რადგან შენ შეძლებ და გამოგივა კიდეც თუკი საკუთარი თავის გჯერა.
არასდროს გამოიყენო ის, ვისაც უყვარხარ..
არასდროს უთხრა, რომ არ გცალია - ვისაც სჭირდები..
არასდროს მოატყუო ის, ვინც ნამდვილად გენდობა..
არასდროს დაივიწყო ის,
ვისაც სულ ახსოვხარ.
არასდროს უღალატო საკუთარ ღირებულებებს, თუნდაც დარჩე სრულიად მარტო.
და ბოლოს...
არასდროს გაიზარდო ისე დიდი, რომ სასწაულების არსებობის აღარ გჯეროდეს, რადგან სასწაულიც მის ცხოვრებას სტუმრობს, ვისაც ბავშვური გულუბრყვილობით სჯერა მისი არსებობის."
🌟 მშვიდობა ყველას 🌟
🖊 ცირა ტურაშვილი
1 комментарий
6 классов
ბედისწერამ პაემანი დამინიშნა,
რა ჩაიცვა მთელი გულით ვარჩევ,
არ წავიდე ვიცი მაგრად ეწყინება,
წავიდე და გულსაც მწარედ მატკენს...🧚♀️
რას გაუგებ ამ არეულ ცხოვრების გზას,
ჩაგვიმწარებს მოლოდინის წუთებს,
მოგვატყუებს მერე ჩუმად გაგვცილდება
და დავწყევლით ბედისწერის გამჩენს..
სარკის მინას მივახატე გვირილები,
მერე თვალი ჩავუკარი ლაღად,
ვაგვიანებ ბედისწერავ დამელოდე,
პაემანზე მოვბრძანდები ახლა...
ირინა იოსებაშვილი
1 комментарий
13 классов
03:28
- Класс
03:59
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
💖იქ სადაც სიყვარული !მეგობრობა! და ერთგულება!💖
Показать еще
Скрыть информацию
Фото из альбомов
Правая колонка