Свернуть поиск
Правая колонка
სელენა გომესი სცენას მძიმე დაავადების- წითელი მგლურას გამო ტოვებს აგვისტო 31, 2016 დაავადება, სელენა გომესი, სცენა, შესვენება ინგლისურირუსული ოთხშაბათს, 24 წლის სელენა გომესის თაყვანისმცემლები გააოგნა ცნობამ სცენიდან მისი იძულებით წასვლის მიზეზის შესახებ.ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო პოპ-ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს-Revival World Tour დასრულებას ვერ ახერხებს და თავის პუბლიკას , რომელიც მას ევროპაში და სამხრეთ აფრიკაში ელოდა, ოფიციალურად მიმართავს.“შეიძლება ბევრ თქვენთაგანს ახსოვს, რომ მე წითელი მგლურა მჭირს. აღმოჩნდა, რომ გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს შფოთვა, პანიკა და დეპრესია. მე უნდა მივხედო ჩემს ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ახლა სჯობს კარიერაში შესვენება ავიღო.”
ამასთან, ყვითელი პრესა კვლავ აქტიურად განიხილავს სელენას დაშორებას ჯასტინ ბიბერთან და უაზრო დასკვნები გამოაქვს , თუ რატომ იკარგება ხოლმე ის პერიოდულად თვალთახედვიდან . “ძალიან მინდოდა მეთქვა: “მეგობრებო, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება. მე ქიმიოთერაპიის კურსს გავდივარ . თქვენ კი -არამზადები ხართ”-იხსენებს გოგონა. თავისი დაავადების შესახებ მან პრესასთან 2015 წელს ისაუბრა.სისტემური წითელი მგლურა -ეს არის იმუნური სისტემის მძიმე შეფერხება, რომლის დროსაც გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებს. ამასთან, ზიანდება შინაგანი ორგანოები, სისხლძარღვები, კანი, სახსრები. დაავადების გამომწვევი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის,მაგრამ ცნობილია, რომ 10 ავადმყოფიდან 9 ახალგაზრდა ქალია. მათგან ნახევარს პირველი სიმპტომები 15-25 წლის ასაკში აღმოაჩნდა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев