Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
==============================================================
ბესო ბესო
18 მარტი, 2021 ·
ალენ დალესის მოძღვრება განათლების მიმართ საბჭოთა კავშირის სკოლებსა და უნივერსტიტებში. სტალინის მმართველობის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ საბჭოეთში:
1. გავაუქმოთ მდიდარი ტრადიციების მქონე განათლებისა და სწავლების მეთოდი და მის ნაცვლად დამკვიდრდეს ამერიკული, რომელიც ვერც ორიგინალობით და ვერც პრობლემის სიღრმისეული გააზრებით არ გამოირჩევა.
2. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა განათლების მასშტაბურობასა და სიღმეს, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ცხოველთათვის უფრო ნიშანდობლივია ვიდრე მოაზროვნე ადამიანისთვის.
3. პრაგმატიზმითა და ეგოისტური პრინციპებით უნდა აღიზარდოს ახალგაზრდა და არა ქველმოქმედებისა და სათნოების იდეებით.
4. ახალგაზრდას უნდა გამოუმუშავდეს მიზანსწრაფვა და საკუთარი მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზის გამოყენების სურვილი, რადგანაც ნებისმიერი დანაშაული გამოისყიდება თუკი ის მიზანს მიაღწევს.
5. ყოველგვარი ეროვნული ტრადიციების, ისტორიული წარსულის და ნაციონალურ ფასეულობათა აბსოლიტური უგულებელყოფა.
6. ეროვნული ღირსების, ეროვნული თავმოყვარეობისა და ნაციონალური გრძნობის ნებისმიერი გამოვლენის ჩაკვლა და აღკვეთა.
7. რელიგიური რწმენის მორალურ- ზნეობრივი ორიენტირების აღრევა და ცხოველურ-სექსუალური საწყისების წინა პლანზე წამოწევა.
8. დაგმობა ერისა და მამულის სიყვარულისა, ანუ პატრიოტიზმის მასხარად აგდება და გაცამტვერება.
9. ახალგაზრდის გარდაქმნა ამერიკული ცხოვრების წესისა და აზროვნების მიხედვით. ყველაფერი, რაც ამერიკულია, მის უდიდეს აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს, ხოლო, რაც მშობლიურია, ვითომ ,,ჩამორჩენილობისა და პროვინციალიზმის“ გამო უდიდეს ზიზღს უნდა გვრიდეს მას.
10. უნდა მოხდეს მოწაფის უფლებების მაქსიმალური გაზრდა, ხოლო მასწავლებლის უფლებების მაქსიმალური შეზღუდვა, რაც ,,დემოკრატიისა და თავისუფლების“ გამოვლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმად უნდა იქნეს მიჩნეული. ====================================================================== აბა, ამაზე მეტი სიძულვილის ენა რაღა გინდათ! ამას Facebook-ზე რომ უპასუხო, მაშინვე დაიბლოკები "სიძულვილის" ენის გამო. ====================================================================== https://ok.ru/profile/516147209204/album/851169874932/944743567348

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1