Свернуть поиск
Правая колонка
ცრემლებით დაასველა შუშის სახურავი.
უცნაურად გამოიყურებოდა მლოცველი.
პიჟამოებით, ხელში ჩუსტები დაეკავებინა.
როცა ბოლოსდაბოლოს დაამთავრა ლოცვა და დააპირა ეკლესიიდან გასვლა მამაომ შეაჩერა.
- მაპატიე შვილო ჩემო, მაგრამ შენი გარეგნობა, საქციელი ძალიან დამაფიქრებელია.
იქნებ შემიძლია რამით დახმარება?
- უკვე დამეხმარა მამაო...
წმინდა იოანემ სასწაული მოახდინა.
ათი წელიწადია საწოლს ვარ მიჯაჭვული.
დღეს დილამდე ევანგელიზმოს საავადმყოფოში ვიწექი.
ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით იყო განუყრელად.
დღეს დილით დაღლილს ჩათვლიმა თურმე და სიზმარი ნახა.
ექიმები იყვნენ შემოვლაზე, მათ შორის ახალგაზრდა და უცნობი ექიმიც ყოფილა.
ჩემს ცოლს უთხოვია, ძალიან გთხოვთ ჩემი მეუღლეც გასინჯე ექიმო. იქნებ შეძლო დახმარება.
- წადი და მოვალთ ახლავე.
- შენი სახელი ექიმოო?
- იოანნე როსო მქვია ქალბატონო.
როცა ჩემმა მეუღლემ გაიღვიძა, მე ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი.
- მომეხმარე ქალო, ვიღაცას ჩემს მხრებში აქვს ხელი წავლებული და წამოდგომაში მეხმარება.
შენც დამეხმარე ღვთის გულისათვიდ.
სასწაულებრივი ძალით წამოვდექი და გავიარე.
ექიმები განცვიფრებულები იყვნენ.
როცა ჩემი მეუღლის სიზმარი მოისმინეს.
ერთმა ექიმმა გვირჩია
- ასე როგორაც ხართ გადით ქუჩაში და ტაქსი აიყვანეთ და
ევიაში გაემგზავრეთ სასწრაფოდ
წმინდა იოანნე როსოს ტაძარში და მადლობა უთხარი.
მერე დაბრუნდი და გაგწერთ.
ევანგელიზმოს საავადმყოფოდან მოვდივარ მამაო...
ასევე, როგორც იქ ვიყავი.
ჩუსტებიც, კი გავიხადე.
მინდა ფეხშიშველმა მოვიარო, ეს წმინდა ტაძარი.
წმნდა იოანნე როსო დღესასწაულობს 27 მაისს.
ევიაში არსებული მისი ტაძარი, ამ დღეს მნახველებს ვერ იტევს.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მომლოცველები.
არ არსებობს ავადმყოფი, ვინც წრფელი გულით ილოცებს, მის წინაშე და არ განკურნებულიყოს.
ხილულ სასწაულებს ახდენს წმინდანი.
ბევრს ყავარჯნები იქვე, მის ლარნაკთან დაუტოვებია.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев