13 комментариев
    5 классов
    ეს ის „ფრანგი მერვეკლასელები“ არიან, „განათლების სისტემის რეფორმირებას“ რომ მოითხოვენ ! 😁😁😁😁😁😁
    4 комментария
    2 класса
    უ მ ა დ უ რ ე ბ ო ! რატომ ვარ ცოცხალი? 🥹
    1 комментарий
    0 классов
    8 комментариев
    3 класса
    მაიკო აღდგომელაშვილის ნოველა. ისე ვუყვარდი — „უშენოდ მოვკვდები“-ო! - საათის წიკ-წიკივით ყოველ წუთს მიმეორებდა. — „შენთვის არ მიღალატია, არ წახვიდე, არ შემიძლია დაგივიწყო და ისე ვიცხოვრო, თითქოს არც ყოფილხარ“-ო! - მუხლის ჩოქებზე იდგა იმხელა კაცი და წუთისოფელივით უეცრად გალეული - ასე მემუდარებოდა, არ მიმეტოვებინა. მე კიდევ: — ჩათვალე, რომ არც ვყოფილვარ-მეთქი! - შხამიანად მივაძახე და უკანმოუხედავად წამოვედი… გული მებრძოდა. სისხლი მეყინებოდა. ძალას ვკარგავდი, მაგრამ ფეხები და გონება წინ მიმათრევდნენ… წამოვედი… ისე წამოვედი, თითქოს არც მყვარებოდა… თითქოს არც ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში… თითქოს გული შიგნიდან ისე არ მეწვოდა და მეფლითებოდა, როგორც გარედან ჩანდა… დარჩენა მინდოდა, მაგრამ თავმოყვარეობამ არ მომცა საშუალება ტკივილის დავიწყების. გვერდზე ვერც ჩემი თავი გადავდე და ვერც ჩემი გონება დავადუმე. მძიმე ყოფილა ღალატი. უფრო მძიმე ყოფილა ღალატის წყალობით ზურგით ნათრევი სიყვარული. მხრებზე დაწოლილი სიმძიმის ტკივილი გულზეც დამაწვა და სუნთქვა გამიხშირა. ვერა და ვერ მოვერიე საკუთარ განცდებს თავში, სულში, გულში… და იმ დღიდან მეც მოვკვდი… სიყვარულიც და ტკივილიც საკუთარ თავთან ერთად ჩავკალი… ყოველ დღე მოდიოდა ჩემი სახლის წინ… მხრებჩამოყრილი ნისლიან ამინდს ჰგავდა მისი სახე… ბოდიშს ჰგავდა მისი სხეული შორიდან… ყოველ დღე მიგზავნიდა წითელ ვარდებს… ყოველ დღე ჩემი სახლის წინ დადგმულ ნაგვის ურნაში ხვდებოდა წინა დღის გამოგზავნილი თითოეული ვარდი… მაინც არ ნებდებოდა… რაც უფრო ძლიერდებოდა მისი ბრძოლა, მითუფრო სუსტდებოდა ჩემი წინააღმდეგობა… მაგრამ მაინც ვერ შევძელი, ვერ ვაპატიე… გულმა ვერ აპატია… ერთ დილას ეზოს კართან დამხვდა: — მივდივარ-ო! არ მიკითხავს, სად, მხოლოდ ორიოდ სიტყვით მივუგდე პასუხი: — შენ ისედაც დიდი ხანია წახვედი-მეთქი! ჩუმად გამშორდა… უფრო მეტად მოიხარა მხრებში და ისე წავიდა. ისეთი ნაბიჯებით მიდიოდა, „ან ახლა გავეკიდები და ვაპატიებ, ან ახლა-მეთქი“, - ვფიქრობდი. გული მომიკლა… კიდევ ერთხელ მომიკლა მისმა წასვლამ… ღალატზე მეტად მისი წასვლა მეტკინა. ცრემლები მოვიწმინდე. კაბა ნერვიულად ჩამოვიფერთხე, თითქოს იმ წამს ტალახის დიდი გროვიდან ამომეთრია საკუთარი სხეული — ისე და ქუსლების კაკუნით გზა განვაგრძე მხრებში გამართულმა. მასავით მოხრილმა არაფრის დიდებით არ გავატარე საკუთარი სხეული… თუმცა ყველაფერს მივცემდი იმ წუთს, ისე ხმამაღლა მეტირა, მთელი ტკივილი ამომეყოლებინა… ესეც ვერ შევძელი… მეორე დილას ვარდები აღარ დამხვდა კართან… აღარც მისი მხრებჩამოყრილი, დაპატარავებული და მობუზული სხეული დამხვედრია ეზოს წინ… შემეშინდა… ამდენი ხნის მერე პირველად ვიგრძენი, რომ მართლა მარტო დავრჩი… პირველად ამითრთოლდა ისევ გული და მივხვდი, რომ ახლა საკუთარი თავიც დავკარგე მასთან ერთად… ავდექი. გარდერობი გამოვაღე. ჭრელი, მოკლესახელოებიანი კაბა ჩავიცვი, ზედ პეპლები რომ ეხატა, ყველაზე მეტად რომ უყვარდა ჩემს ტანზე და მას შემდეგ რომ ჯიბრით აღარ ჩამიცვამს, რაც მიღალატა… ავიღე და ჩავიცვი… სარკეში რომ ჩავიხედე, ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა… ცოტა ხანს ასე ვუყურე… თვალებში ტკივილთან ერთად ის დიდი სიყვარულიც ჩანდა. ჩანთას დავწვდი და კიბეებზე ისევ ქუსლების კაკუნით დავეშვი… მიმოვიხედე. ისევ ყველგან ეძებდა გული თუ თვალები. არსად ჩანდა… „ნამდვილად მიმატოვა, მართლა წავიდა-მეთქი!“ - გამეფიქრა და გული მიმეყინა იმ სიფრიფანა კაბას. გავბრაზდი. საკუთარ თავზე თუ მასზე, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გავბრაზდი… ფიქრებში გართული ხალხის ჯგუფს მივადექი. ერთი ჩოჩქოლი იყო. — წყალი, წყალი მოიტანეთ! — ვინმემ სასწრაფოს გამოუძახეთ! — მოდის, გზაშია! - ისმოდა აქეთ-იქიდან პასუხად. უცბად თვალები დამებინდა. ჩემს წინ მისი სახე და ტანი დაილანდა. ვიღაცის კალთაში ედო თავი და მისთვის წყლის მოსხმას ცდილობდნენ. გზის მეორე მხარეს მის მანქანას შეეფეთა ჩემი მზერა. ამობრუნებულს ორთქლი თუ კვამლი ერთად ასდიოდა. მთელი ძალით გავქანდი, ჩავიკეცე და გამოვგლიჯე ხელებიდან იმ ხალხს მისი თავი. მთელი ძალით და არსებით მივიკარი გულზე და ჩავიხუტე. — მაპატიე, არ წახვიდე-მეთქი! - ვემუდარებოდი. — გაპატიებ, ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ არ მიმატოვო-თქო, - მთელი გულით ვთხოვდი. ერთი ამომხედა: — მართლა მაპატიებო? - მკითხა. — გაპატიებ, უკვე გაპატიე-მეთქი! - ვუპასუხე სწრაფად და ისევ მივიკარი. — ახლა კი, მართლა წავალო… და წავიდა… მართლა წავიდა… სულ წავიდა ჩემგან. ისე წავიდა, როგორც მე წამოვედი იმ დღეს და წელში მოხრილი, მუხლებზე დაჩოქილი დავტოვე… სწორედ ისე წავიდა და ისე მიმატოვა, როგორც მე მივატოვე მაშინ, თუმცა მე ვაპატიე. მან — არ ვიცი. მას მერე მე მიმაქვს ყოველ დღე მის საფლავზე წითელი ვარდები და ყოველ დღე მხრებში მოხრილი, ბოდიშივით მობუზული მე ვდგავარ მის საფლავთან იმის იმედით, რომ მანაც მაპატია… ✍🏻 მ. აღდგომელაშვილი
    1 комментарий
    1 класс
    8 комментариев
    5 классов
    აეხლა ძაან ჭკუა მხიარულათა ვარ რაა. ჩემი შვილიშვილი სალომეს დაბადების დღე ავღნიშნეთ და კახური სახუმარო სიმღერა დამეჩითა.😂არ გითხარით, რო კახელები 5წუთიანი გიჟები ვართოოო?😂🤣
    4 комментария
    4 класса
    3 комментария
    0 классов
    🔴 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ინიციატივებს. 🔴 ამასთან, მან თბილისში რუსეთის საელჩოს არსებობის სურვილიც გამოთქვა, რომელიც ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო რუსეთის ინტერესთა სექციით არის ჩანაცვლებული. 👉 ვრცლად: https://shorturl.at/wFZiO
    0 комментариев
    2 класса
    დღეს ჩემი შუათანა შვილიშვილის, სალომეს დაბადების დღეა, 11 წლისა გახდა. გილოცავ პაპი დაბადების დღეს. გაიზარდე სამშობლოსი და შინაურ ახლობლების საამაყო ქალბატონი. ღმერთმა სულ სიკეთით გატაროს. ამინ!♥️💐
    9 комментариев
    2 класса
Показать ещё