Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
საბავშვო ევროვიზიის 2025 წლის სიმღერის კონკურსზე გაიმარჯვა საფრანგეთის წარმომადგენელმა, პატარა ქალბატონმა ლუ დელეზმა სიმღერით "Ce Monde", რასაც გულით ვულოცავ. მას ისე ემოციურად გაუხარდა ეს გამარჯვება, რომ გამარჯვებული სიმღერასაც კანკალით ასრულებდა, გულის ამაჩუყებლად, სანამ სხვა კონკურსანტები არ გამოვიდნენ სცენაზე და არ გაამხნევეს. მარტო ამისთვისაც უნდა გაემარჯვა მას. თუმცა ამ ფაქტმა უნებლიედ გამახსება ქართველების ბედნიერი ბავშვობა საბჭოთა საქართველოში, როცა ოჯახები მატერიალურად ისეთი ძლიერები იყვნენ და სოციალურად დაცულნი, რომ რაიმე კონკურსში მონაწილეობა ბავშვისთვის არ ხდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
ამავდროულად, თბილისში ბევრს გაუკვირდა ფრანგი გოგონას გამარჯვება, რადგან თვლიან, რომ ანიტა აბგარიანს, და რიგ სხვა კონკურსანტს, უფრო უკეთესი ვოკალური მონაცემები ქონდა. ამის გარდა, ბევრი ფიქრობს, ვითომცდა საფრანგეთის პირველ ადგილზე გასვლა, ხოლო უკრაინის - მეორე ადგილზე, განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით და არა ვოკალური დონის შეფასებით. თითქოს ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოება დამოკიდებულია უკვე საფრანგეთზე, ვინაიდან მხოლოდ მას აქვს ამ კავშირში ბირთული იარაღი. ხოლო უკრაინა კი ბუფერული ზონაა რუსეთსა და ევროპას შორის, ანუ ევროპელებისთვის დამცველის ფუნქციას ასრულებს.
მეგობრებო, ახლავე აგიხსნით არგუმენტებით თუ რატომ გაიმარჯვა საფრანგეთის წაწმომადგენელმა ღირსეულად ამ კონკურსში, და რატომ არის ბოდვა, თითქოს საქართველო დაიჩაგრა ამ ევროვიზიაზე უფრო მრავალროცხოვანი ერების მხრიდან ხმის მიცემის დროს. კეთილი, მაშ ასე, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველომ 4-ჯერ გაიმარჯვა ამ ევროვიზიის კონკურსში იმავე მრავალრიცხოვანი ევროპული ერების გარემოცვაში, უნდა ლოგიკურად მიხვდეთ იმასაც, რომ ამჯერად რაღაცა შეცდომა დაუშვეს თავად საქართველოს ამ დარგის წარმომადგენლებმა. კონკრეტულად პაწუა შესანიშნავი მომღერალთან, ანიტა აბგარიანთან, არავითარი შეკითხვა და პრეტენზია არ არსებობს, ვინაიდან მან ისე იმღერა, როგორც მასწავლებლებმა ასწავლეს და ურჩიეს. ანუ, მუსიკის მასწავლებლების შეცდომების გამოსწორების საჭიროებაზეა საუბარი?! დიახ, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კარგი მასწავლებლები ყავს ანიტას. მაგალითად გორში ასეთი კვალიფიციური მუსიკისა და სიმღერის მასწავლებლები დეფიციტში არიან და ამიტომ არ ხდებიან გორელები ამ კონკურსის მონაწილენი. მაშ რაშია კონკრეტულად პრობლემა?! პრობემა იმაში გახლავთ, რომ მასწავლებლები ანიტას ამზადებდნენ ისე თითქოს ვოკალური სიმღერის კონკურსზე უნდა გამოსულიყო. არადა ევროვიზიის ეს კონკურსი უფრო მეტად უბრალოდ სიმღერის კონკურსია და არა ვოკალური სიმღერის კონკურსი. დააკვირდით იმ ფაქტს, რომ ნაციონალური სახელმწიფოების მუსიკის მცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს, სომხეთს და საფრანგეთს. მაგრამ სურათი შეიცვალა, როცა შეფასებაში ჩაერთო ევროკავშირის მოსახლეობა, რომელიც სიმღერასთან ერთად აფასებდა მომღერალის არტისტიზმს და მის მიერ სიმღერის შინაარსის გამოხატვის ემოციურობას. თუმცა ამის შემდეგაც საქართველო მაინც მე-3 ადგილზე გავიდა, ანუ ვოკალიც დააფასეს. ესეიგი მასში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო 1-ელ ადგილზე გასასვლელად. რაც შეეხება ვოკალური სიმღერის კონკურსებს, სუფთა ვოკალური სიმღერის კონკურს მოსკოვში ატარებენ “ნუ-კა, ვსე ვმესტე”-ს სახელწოდებით. ანუ, ევროვიზიის კონკურსზე სიმღერის ჟღერადობას, შემსრულებლის მიერ გამოხატულ არტისტიზმის და სიმღერის შინაარსის გამოხატვის ქარიზმატულ ძალას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ვოკალურ მონაცემებს. მაგალითად, ვლადიმერ ვისოცკის, რომელსაც საერთოდ არ ქონდა ვოკალური შესაძლებლობები, რომ ემღერა თავისი პროტესტანტული სიმღერები, ევროპელებისთვის გასაგებ ენაზე, მას შეიძლება გაემარჯვა ამ კონკურსში. ანიტა აბგარიანის შემთხევაში სიმღერის ვოკალური მსვლელობა არასწორად იყო შერჩეული მასწავლებლების მხრიდან. ამ სიმღერის დიდი ნაწილი ძალიან მაღალ ნოტებზე მიმდინარეობდა, არადა ანიტა შესანიშნავად ფლობს რამოდენიმე აქტავის ნოტებს. შესაბამისად, ბავშვი იმდენად იძაბებოდა მაღალ ნოტებზე დიდხანს მღერისას, რომ არტისტიზმისა და სიმღერის შინაარსის სრულყოფილ გამოხატვას, ხმისა და არავერბალური საშუალებებით, ვეღარ ახერხებდა. ხოლო დიდხანს მაღალი ნოტებით სიმღერა ძაბავდა მსმენელსაც, ყვირილის მზგავსად შემაწუხებელი იყო მისთვის. გახსოვდეთ, ყველაფერი კარგია ზომიერად, ეს ვოკალის გამოყენების ხელოვნებასაც ეხება. წამალი რომ წამალია, ისიც შხამად იქცევა დოზის გადამეტებისას, ან ძალას კარგავს თუ არასაკმარისია. ამ კონტეკსტში, მაგალითად, მონტენეგროს წარმომადგენელს სიმღერა მწოლიერე რომ არ დაეწყო, არამედ ფეხზე დგომით, მაშინ გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდა.
პირადად მე, ხმის მიცემისას jesc.tv საიტზე, მხოლოდ სიმღერა მესმოდა, კონკურსანტების ვიზუალური ხედვის გარეშე, რადგან ვიდეოს ნაცვლად ევროვიზიის ნახატი ჩანდა. შესაბამისად ხმას ვაძლევდი სიმღერისა და ვოკალის მონაცემების გათვალისწინებით. მაგრამ უშუალოდ თავად კონკურსის მსვლელობისას, ტელევიზიით, უკვე ყველა კონკურსანტის მიერ ნამღერს, და მათ მიერ სიმღერის შინაარსის გამოხატვის ვიზუალსაც ვხედავდი, რამაც სულ სხვა შთაბეჭდილება შემიქმნა. სამწუხაროდ კონკურსის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი იყო განსაზღვრული ხმის მიცემისთვის. ჩემს კომპიუტერზე ინტერნეტამდე შესვლას კი 30 წუთი ჭირდება, რომ სპეცსამსახურების ხაკერებისგან უსაბრთხოდ იმუშაო. სამწუხაროა ისიც, რომ ტელეფონის ნომრიდან ზარის განხორციელებით ან სმს-ის გაგზავნით აღარ ხდებოდა ხმის მიცემა, რადგან ყველას არ აქვს აიფონი ან სმარტფონი. პირადად მე ძველი მობილური მაქვს, რომელში ინტერნეტიც კი აღარ მუშაობს, მხოლოდ ზარების განხორციელებაა შესაძლებელი და სმს-ების გაგზავნა. კონკურსანტების ვიზუალური ნახვისა და მოსმენის შემდედ სხვაგვარად მივცემდი უკვე ხმას. ასე რომ, ძვირფასო ქართველო მუსიკოსებო, მომავლისთვის უკეთ მოემზადეთ, კონკრეტული კონკურსის შინაარსის ადეკვატურად გათვალისწინებით, ახლა კი გულით მიულოცეთ ფრანგ გოგონას გამარჯვება. მას არ ხვდა წილად ბედნიერი ყოფილიყო შედარებითად სამართლიანი საბჭოთა კავშირში ცხოვრებით, რომელიც აღარ არსებობს ზუსტად ამ მისი შინაარსის გამო. კაპიტალისტმა კრიმინალებმა და ქურდბაცაცებმა დაშალეს, ვინაიდან კაპიტალიზმს სხვა შინაარსი არ აქვს და არც არასოდეს არ ქონდა. https://www.youtube.com/watch?v=gv2fdE98vpA&list=RDgv2fdE98vpA&start_radio=1

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев