Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
***
ქარმა დაუბერა თითქოს იწვიმებს
მიმოიფანტა ცაში ღრუბელი
რა დამავიწყებს იმ შენს ცივ სიტყვებს
იმ წუთს ვერ გიცანი დაუნდობელი.
ეგ წუთი ჩემში მუდამ იცოცხლებს
შენთან კი ნამდვილად არ ვიცი რა ხდება
მე შენ გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს
სანამ შენი იმედი არ დამთავრდება.
სიცოცხლით ნაწვიმარი ვანებებ შენს ფიქრებს
ლექსებს ვცვლი უკვე ცხოვრების თემით
ჩემში უშენობას ვინ გაიფიქრებს
ამ დასკვნას უკვე არავინ ელის.
ცხოვრებამ მასწავლა გრძნობა,ალერსი
წლები მიმატა შემდეგ დამაკლო
უსიყვარულოდ ტანჯვა არ მესმის
მე არ მიგრძვნია რა უნდა დამმართო?
მალე დავივიწყე,არ მყვარებია?
ცხოვრებამ მასწავლა გადაფიქრება
გულით და სულით შემყვარებია
ტანჯვამ ვერ შეძლო გადაბირება.
ჭაღარა თუ მაქვს თხუთმეტი წლის ბიჯს
ნუთუ რას ფიქრობთ დავბერდი უკვე?
სიბერე ატარებს ცხოვრების დიდ ნიჭს
უბრალოდ დინებას არ უნდა მიჰყვე.
ნუთუ მას ფიქრობ რომ გაიზარდე?
არადა რძე არ შეგშრია პირზე
დაფიქრდი რამდენი წლის წინ დაიბადე
შემდეგ იმსჯელე შენს დანაფიქრზე.
ცხოვრების დინებას არ გაყვეთ არსად
ის მიდის სადღაც უსასრულობით
ნუ დაგიჯდება სიცოცხლის ფასად
არ იაზროვნო ცხელი გონებით.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2