Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
არ შემიძლია მხოლოდ ერთთან ვიყო - ქალმა საპასუხოდ გაუღიმა.
კაცმა უთხრა: მე ჩემთვის ვარ.. თავისუფალი და არავის წინაშე ვალდებული...
ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თვალები დაბლა დახარა.
კაცმა უთხრა: მე მომწონს ქალები რომლებიც მიგებენ და აფასებენ ჩემს თავისუფლებას და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას.
ქალმა უგემურად გაიღიმა და კვამლი გამოუშვა.
კაცმა უთხრა: მოდი კარგი დრო გავატაროთ, მე შენ მომწონხარ.
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა.
კაცი მიხვდა რომ არც ქალი იყო უარზე.
კაცმა კითხა: ალბათ ბევრი კაცები გყავდა..
ქალი ჩაეხუტა და ძლიერად მიეკრო.
კაცმა ჰკითხა: ჩემთან კარგად გრძნობ თავს?
ქალმა თვალები დახუჭა და აკოცა.
დილით წასვლისას კაცმა უთხრა: შენთან კარგი დრო გავატარე , მაგრამ მოდი ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩეს.
ქალმა ხელი გაუწოდა და მხრებიდან უხილავი მტვერი გადაფერთხა.
კაცმა უთხრა: როგორმე დაგირეკავ
ქალმა თავი დაუქნია და კარები მოკეტა.
კაცმა იმ საღამოსვე დარეკა.. მაგრამ ქალი სახლში არ იყო.
მხოლოდ გვიან ღამით დაუკავშრდა მობილურზე და ერთი კვირის შემდეგ მისვლის უფლება მისცა.
კაცი მარტო მაშინ მიდიოდა მასთან, როცა ამის უფლებას ქალი აძლევდა.
კაცი მალე მიხვდა რომ მასთან ერთად უნდოდა ყოფნა. ნერვიულობდა, როდესაც არ პასუხობდა ზარებზე. ბრაზდებოდა როცა იგებდა რომ სხვასთან ერთად დაინახეს. კაცს უნდოდა რომ მათი ურთიერთობის შესახებ ყველას ცოდნონდა.ქალი ამის წინააღმდგეგი იყო. კაცი მივიდა მასთან წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულით. ქალმა მიიღო თაიგული მაგრამ თხოვა მეტჯერ დაუპატიჟებლად აღარ მისულიყო. კაცს უნდოდა რომ იგი მისი ცოლი გამხდარიყო... მაგრამ
ქალმა უთხრა: მე ჩემთვის ვარ.
კაცმა სიგარეტს მოუკიდა, ხელები უკანკალებდა.
ქალმა უთხრა - მე თავისუფალი ვარ.
კაცს უცებ შესცივდვა
ქალმა უთხრა: მე არავის წინაშე არ ვარ ვალდებული
კაცს მოეჩვენა რომ გული გაუჩერდა.
ქალმა უთხრა - და არ ვაპირებ რაიმე შევცვალო.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1